ლეგენდები “პაპანწყვილზე”

  • “პაპანწყვილი” წელიწადის ნებისმიერ დროს იზიდავს ადამიანებს. აქ ყოველთვის ზომიერი ტემპერატურა და სიმშვიდეა.

ადგილობრივების თქმით, ტბის სიღრმე 10 მეტრამდე აღწევს და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს.

ტბის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: „ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ“, ესე იგი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავ-ფეხი არ ნახოთო. მუშების წასვლის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და იმ ადგილზე გაჩენილა ტბა. ამდენად „პაპანწყვილი“ მეგრულად „ჩაძირულ მამაოს“ ნიშნავს.

არსებობს ოდნავ განსხვავებული ლეგენდაც: პაპანწყვილის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა ერთი მღვდელი, რომელსაც სახლის ასაშენებლად მუშები ჰყავდა დაქირავებული. მღვდელმა მუშებს სადილად თხის ხორცის ნაცვლად, ძაღლის ხორცი მიართვა ისე, რომ ეს მათ არ იცოდნენ. როდესაც მუშებმა ეს საზარელი ამბავი გაიგეს, სასულიერო პირი დაწყევლეს. იმ საღამოს ძლიერ  იწვიმა, მიწა იძრა და მღვდელი სახლიანად ჩაიტანა. ნასახლარის ადგილას კი ტბა აღმოცენდა, რომელსაც შემდეგ „პაპანწყვილი“ დაერქვა.

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება