- 2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდის – ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს