- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.
პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.