- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და კიუვეტები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 822 336 ლარი.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.