- ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სპორტის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის, რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში 110-ზე მეტი ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ დირექტორი კობა კილაძე ესწრებოდნენ.
რეგიონული პირველობა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.