- ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სპორტულ დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა.
რეგიონული პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის, „ხობის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სპორტულ პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი გახოკიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.