- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობში, 29 დეკემბრიდან, ხობის კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. საახალწლო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები.
14:00-17:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
15:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი.
17:00 – 18:00 – ჯგუფ “anik”-ის კონცერტი
18:00 -19:00 – ჯგუფი „ოჩოს ქოხი“
19:00 – საზეიმო ფოიერვერკი