- საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ “ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი);
- ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით);
- შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის შესახებ;
- ფოტოსურათი -2 ცალი (3X4);
- მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია: 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც 1 ნოემბრამდე უსრულდება 2 (ორი) წელი.
2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
- ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
- ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
- პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
- საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
- ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი.
3-4 წლიანთა, 4-5 წლიანთა, 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის), შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც 1 ნოემბრამდე უსრულდებათ შესაბამისი ასაკი. აღსაზრდელთა ჩარიცხვა: საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მთავარი სპეციალისტი განცხადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
- 1. სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
- 2. მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს;
- 3. დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებს;
- 4. მარტოხელა ოჯახის შვილებს;
- 5. იმ ოჯახის შვილებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
- 6. სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2023 -2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 3 აგვისტომდე. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.