- საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.