საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნატანი მასისგან იწმინდება წყალშემკრები არხი

  • ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 2 -კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და გზის სავალი ნაწილის დატბორვის რისკი შემცირდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.