საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პარალელურად ქალაქ ხობში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიმდინარე წელს ახალსოფელში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი აშენდა, ხოლო შუა ქვალონის, ხამისკურის და პირველი მინი სტადიონების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.