საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში (საჯიჯაო) – მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 53 პროექტი განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 21 ათასი ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.