- ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების თემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა თამუნა სიჭინავამ და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელებმა დამსწრე საზოგადოებას ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალებისა და გოგოების მიმართ სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის გზებზე.
უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანია ადრეულ ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის პრევენცია. შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები – ,,ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით“, რომელიც დამზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მიერ.
საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.