- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ექსკავატორისა და სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით უკანონოდ ახდენდნენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას.