- ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ სკოლებს სპორტული ფორმები გადაეცათ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვება ახალსოფლის, ახალი ხიბულის N1, ახალი ხიბულის N2, ჭალადიდის, ქალაქ ხობის N1, ქალაქ ხობის N2, პირველი მაისის, პატარა ფოთის, შუა ხორგის, ხეთის და საჯიჯაოს საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ დაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.