- საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 815 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 603, „პისიარ“ ტესტით – 24 212.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,82%.
კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 377 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 086 პირი.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.