საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, „პისიარ“ ტესტით –12 393.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.

კომენტარის დატოვება