საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.

სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 999 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 151 პირი.

კომენტარის დატოვება