საღვინჯილიოს უბანში, გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საღვინჯილიოს უბანში, გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 342 ათას ლარს შეადგენს.

“იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინაბეტონის მილები, ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება ერთ კილომეტრიანი არხი.

სამუშაო ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატვით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. “-აღნიშნულია ინფორმაციაში.