- ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 157 ათასი ლარი შეადგინა.
რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად 3 – კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს, ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
2222
8 გაზიარება