- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს.ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა.
ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა.
ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს