შავღელეში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

  • სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება. 

უწყების ცნობით, დაზარალებული ოჯახების დროებითი გადასახური მასალებით უზრუნველყოფა ხობის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ წუხელვე მოხდა, წუხელვე გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისგან, ამჟამად სოფელში ელექტრო ენერგიის აღდენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება