- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის შედეგად ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოანგრია ხიდ ბოგირის ჯებირები, წააქცია ხეები.
ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის მაგისტრალზე წაქცეულმა ხემ მსუბუქი ავტომობილი დააზიანა. მსხვერპლი არ არის. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ამ დროისთვის გაწმენდილია და აღდგენილია საგზაო მოძრაობა.