- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება.