- ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამშრობ მასივზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები.
უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ხოლო აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს.