ხამისკურში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება ბაღი, მოეწყობა სათამაშო მოედანი და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1146271 ლარია.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი შეემატება, სადაც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.