- ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საქირიოში გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა დაიწყო. პროექტს რომლის ღირებულებაც 872 100 ლარია, შპს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
ხობის მუციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.