ხეთაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია ახორციელებს.

პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები, ლითონის ცხაური და ბეტონის სანიაღვრე არხი.

სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და მოქალაქეებს კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.