- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი იოსავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია, ხოლო ხამისკურში – ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 116 000 ლარამდეა.
ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს