ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უწყების ცნობით, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 291000 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება