- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წინაგოლაში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 4-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.
დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.
სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.