- ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.