- ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ჭიდაობის სკოლის წევრებმა ვახტანგ ლოლუამ და გოგა უბილავამ. ხობელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ.
ნაკრების მონაგარი ასეთია: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.