- თბილისში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები მკლავჭიდში.
საკვალიფიკაციო პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და კიშინიოვში გასამართი ევროპის პირველობის საგზური მოიპოვეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ – საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი: კობა თუთბერიძე).
15 – წლამდელები:
ნიკო ზარანდია (60 კგ)
გიორგი ბუსქანძე (მძიმე წონა)
18 – წლამდელები:
ბექა ჟიშკარიანი (55კგ)
მერაბი გვალია (60კგ)
ირაკლი ჯანაშია (75კგ)
ლაშა სილაგავა (80კგ)
უფროსები: ანრი ბუკია, დათუნა ჟიშკარიანი და საბა დანელია (ასევე იასპარეზებს 23-წლამდელთა შორის). – ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს