ხობის მერია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო.

“ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი სპორტსმენის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს და გულშემატკივრებს.

ნუგზარ წურწუმია:

მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი

ევროპის 2023 წლის ბრინჯაოს პრიზიორი

მსოფლიოს 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი

ევროპის 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი

მსოფლიო 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი

ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი

ევროპის 2019 წლის ჩემპიონი U23

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი U23

ევროპის 2018 წლის ჩემპიონი U23

მსოფლიოს 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი

ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი

ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20

ევროპის 2016 წლის ჩემპიონი U20

მსოფლიო 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20

მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონი U20

ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20

ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U17.

ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალებით ხობს და მთლიანად საქართველოს გამოაკლდა გამორჩეული სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ააჟღერა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და თავისი გამარჯვებებით დიდ სიხარულს ანიჭებდა გულშემატკივრებს.”-ნათქვამია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.