- ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.
ხობის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის” მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს.