ხობის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი დავით ბუკია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი დავით ბუკია მუშაობას შეუდგა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.

,,დღეს შევუდექი ხობის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას. მადლობას ვუხდი სახელმწიფო რწმუნებულს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. მე არ დავიშურებ დროს და ენერგიას, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი გახდეს უფრო წარმატებული და განვითარებული“. -აღნიშნა დავით ბუკიამ.

კომენტარის დატოვება