- დღეს, 19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ელისო კვიკვინიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა, ეკა ხასიამ მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 898 აღსაზრდელია ჩარიცხული.