- 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, “ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამით“ 1917 ბენეფიციარმა ისარგებლა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებზე 424680 ლარის დაფინანსება გაიცა.
2024 წლის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 662450 ლარს შეადგენს.
სოციალური პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 2024 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს