ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

  • „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (საკუკავო, ხამისკური, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა და საბუკიო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით სოფლისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.

საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.