- ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხე დაეცა სატვირთო მანქანას. ამ დროისთვის სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები. ზარალს კომისია დაითვლის.