- შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე სამელიორაციო სამუშაოებს აწარმოებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამშრობ მასივზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება 6,5 კილომეტრი სიგრძის, სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი.
უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, ხოლო აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.