- ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
- ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ 25-ვე სტრუქტურულ ერთეულში.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი);
- ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით);
- შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის შესახებ;
- ფოტოსურათი – 2 ცალი (3X4);
- მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.
- 2 წლიდან აღსაზრდელები რეგისტრირდებიან მხოლოდ შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი.
- საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს;
დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებს;
მარტოხელა ოჯახის შვილებს;
იმ ოჯახის შვილებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2024 -2025 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე.