- ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.
„ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს.
„ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ცენტრმა 141 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეიძინა.
სპორტული ინვენტარი მოიცავს: საჭიდაო „ჩუჩელებს“, ბაგირებს, ჭიდაობის ხალიჩებს, კრივის ოლიმპიურ რინგს, კრივის ტომრებს, შვედურ კედელს, ძალოსნობის შტანგას, მკლავჭიდის მაგიდებს, ტაეკვონდოს ტატამს, მულტიფუნქციურ სავარჯიშო სკამს,
ახალი სპორტული ინვენტარი, შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნას, სპორტის სახეობების პოპულარიზაციას და სპორტსმენთა წარმატებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს