- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა, თერმული ნისლით დამუშავებასთან ერთად, ცივი შესხურებით წამლობა დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში დამუშავდა ტყისა მასივები და ჯაგნარები.
,,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. ინტენსიური მონიტორინგის საფუძველზე კი, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც მავნებლის მეტი რაოდენობა ფიქსირდება, თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორია აგროსქემების მიხედვით დაამუშავოს, ცივი შესხურების მეორე ეტაპზე, სიმინდის მასივების წამლობებს სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.