- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ხობის “კოლხეთის” ქალთა გუნდის და ბავშვთა ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ვარჯიში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ხობის ტექნიკურ ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნით, ელექტრო ტაბლოთი, გასახდელებითა და განათებით.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.