- დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე “ხეთა” გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.