ხობში დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი დასრულდა

  • 16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქალაქ ხობის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.

ტურნირში ქალაქ ხობის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, საჯიჯაოს, ხეთის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ეროვნული გვარდიის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობდნენ.