- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად – ცემენტი და ბლოკი გადაეცათ.
ხობის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცა.
ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან გამაგრებას სამშენებლო მასალებით ეხმარება.