ხობში ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, “ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, “ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა.

უწყების ცნობით, 2024 წლის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 662 450 ლარს შეადგენს.

სოციალური პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 2024 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება.